04:27 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
მცხეთა

საქართველოს წმინდა ქალაქში არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნება

© Photo: courtesy of Miho Neiman
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (321)
55 0 0

ახალი მუზეუმის მშენებლობა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით განხორციელდება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში 2019 წლის ზაფხულში ახალი არქეოლოგიური მუზეუმი გაჩნდება — ძველი კინოთეატრის შენობის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო.

თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში 23 ათასამდე უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატს გამოფენენ, რომლებიც მცხეთის რაიონულ ადმინისტრაციაში ინახება.

„პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით", — ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ქალაქის კინოთეატრის შენობა 1960 წელს აშენდა, იგი მრავალი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, 2015 წელს კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

ძველი შენობის რეკონსტრუქციის შედეგად მუზეუმში მოეწყობა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.

მუზეუმის მშენებლობა უკვე დაიწყო, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8,5 მლნ ლარს აჭარბებს.

2014 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (321)

მთავარი თემები