მტკვრის ქუჩაზე მე-19 საუკუნის არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებას და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთების კონსერვაცია მიწის დაფარვის წესით განხორციელდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მისი მუდმივმოქმედი საბჭოს წევრების შეფასებებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საბჭოს შემადგენლობაში შემავალი არქეოლოგების, არქიტექტორ-რესტავრატორების, გეოლოგებისა და ხელოვნებამცოდნეების მიერ ობიექტის სრულყოფილი სამეცნიერო-კვლევითი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აგურით ნაშენი ნაგებობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის გრუნტის წყლები და საბჭოთა პერიოდში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა.

„არქეოლოგიური ობიექტის ძირი მუდმივად იფარება წყლით, რაც მის დაჭაობებასა და ანტისანიტარიის კერის წარმოქმნას იწვევს. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ნაგებობის ნაშთების სრულფასოვანი კვლევის მიზნით წარმოებული მიწის სამუშაოები უცილობლად გამოიწვევს მომიჯნავე შენობების (საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) საძირკვლების მოშიშვლებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ობიექტის კონსერვაციის შემდგომ, ადგილზე მიმდინარე ინფრსატრუქტურული სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.

მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს არის აღმოჩენილი. მშენებელმა კომპანიამ მიმდინარე სამუშაოები კანონმდებლობის თანახმად შეაჩერა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა. 

არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები აღწერილია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში.


ყველა ახალი ამბავი
0