თბილისი გენგეგმის მოლოდინში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიაში საინვესტიციო პორტფელის შექმნის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს

თბილისი, 15 თბერვალი — Sputnik.  თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის შეფასების პროცესში ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებთან და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა. 

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერი „სითი ინსტიტუტს" გენგეგმის წარმოდგენის გონივრულ ვადას აძლევს

კომპანია City Institute Georgia–მ, რომელიც თბილისის გენგეგმის პროექტზე მუშაობს, თებერვლის ბოლომდე სრულწოფილი დოკუმენტის წარმოდგენის პირობა დადო. უწყებამ კომპანიას დრო მისცა შეცდომების გასწორებისთვის, რომლებიც ეხება ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს. პროექტზე მუშაობა, რომელიც მერიას 2,8 მლნ ლარი დაუჯდა, 2015 წელს დაიწყო.

 „მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით,  დედაქალაქისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტებს  განვახორციელებთ, რამდენადაც გვინდა, რომ მშენებლობის პროცესში ჩართული იყვნენ არამარტო მერი და მერიის სამსახურები. როდესაც ჩვენი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, ვიტყვით, რომ ეს პროექტები არა მერმა და მერიამ განახორციელა, არამედ ვიტყვით, რომ ყველაფერი ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ“, – აღნიშნა კალაძემ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი სიტყვებით,  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ხაზი გაუსვა ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას გენგეგმის შემუშავებაში.

 „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება თუ საკუთარ კაბინეტებში ჩავიკეტებით. ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ბიზნესი აღნიშნულ პროექტში ჩართული იყოს. ქალაქს საინვესტიციო პორტფელი არ აქვს და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. საქართველო საერთაშორისო არენაზე სულ უფრო პოპულარული ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს საინვესტიციო პორტფელი შევიმუშაოთ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სულ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ“, – აღნიშნა ბასილაიამ. 

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ეკოლოგიის სამსახურთან შეთანხმება სავალდებულო ხდება

როგორც მან განაცხადა, მოცემულ მომენტში ქალაქის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ორბელიანის მოედნის აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, წელს განხორციელდება  გუდიაშვილის მოედნის, ფიროსმანის ქუჩისა და მშრალი ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

 „მომავალში ასევე იგეგმება კოტე აფხაზის, სულხან–საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების აღდგენა. თბილისის მერიის მთავარი ამბიცია – ქალაქის ისტორიული ცენტრის აღდგენა იმისთვის, რომ ის, როგორც აღმაშენებლის გამზირი, იქცეს განახლებულ და აღდგენილ სივრცედ“, – განაცხადა ბასილაიამ.

მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც სხვადასხვა საკითხს მოიცავს: განაშენიანების გეგმაზომიერი და სტაბილური განვითარება, ეკონომიკის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.

შემუშავებული პროექტი საჯაროდ განიხილეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, მათ შორის, არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს უნივერსიტეტებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0