22:40 15 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0047
  • 100 RUB3.9453
  • USD2.6343
გაკვეთილი

განათლების სამინისტრო: საჯარო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება სავალდებულოა

© photo: Sputnik / Kirill Braga
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (190)
93 0 0

მეორე სავალდებულო უცხო ენის პროგრამის ფარგლებში სკოლებს ექნებათ ვალდებულება მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ და მათ მისცენ არჩევანის თავისუფლება.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტრო გამოეხმაურა მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

„ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება — ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას მოსწავლე მეხუთე კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, მეორე სავალდებულო უცხო ენის პროგრამის ფარგლებში სკოლებს ექნებათ ვალდებულება მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ და მათ მიეცეთ არჩევანის თავისუფლება.

2014 წელს საჯარო სკოლებში მეორე სავალდებულო უცხო ენის სწავლება მეხუთე კლასიდან დაიწყო. მანამდე არსებული პროგრამით ძირითადი უცხო ენის სწავლება სკოლებში პირველი კლასიდან იწყებოდა, მეორე უცხო ენის სწავლება კი — მეშვიდე კლასიდან. ამასთან, თავად სკოლებს უნდა გადაეწყვიტათ, თუ რომელი უცხო ენა იქნებოდა ეს.

თემები:
განათლება საქართველოში (190)

მთავარი თემები