მეშვიდეკლასელის ვიდეოპროტესტი განათლების სამინისტროს: მე ამ წიგნიდან არ ვისწავლი

CC BY 2.0 / Matthew / Teachers Petლიტერატურა
ლიტერატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა

„ფეისბუქის“ მომხმარებელი გია ყრუაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს მისი მეშვიდეკლასელი ქალიშვილის ვიდეოპროტესტს, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და საზოგადოების მსჯელობის თემად იქცა. 


მარიამი ვიდეოში კითხულობს ნაწყვეტს ნუგზარ შატაიძის მოთხრობიდან „მოგზაურობა აფრიკაში“, რომელიც დიდი ხანია, რაც პედაგოგთა განსჯის საგანია. ერთი ნაწილის აზრით, ის ნამდვილად არ უნდა ისწავლებოდეს მეშვიდე კლასში, რადგან მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით საგრძნობლად მოიკოჭლებს. ნაწილი ფიქრობს, რომ მოთხრობა მე-11 და მე-12 კლასელებისთვის კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად უნდა იყოს განკუთვნილი, ზოგიც ამბობს, რომ ნაწარმოებში გამოყენებული ლექსიკა ბავშვებთან მუშაობისას გარკვეულ უხერხულობას უქმნის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული ფილმი „გაღმა ნაპირი“ (რეჟისორი მიხეილ ოვაშვილი), რომელიც 12 წლის დევნილი ბიჭის ცხოვრებისეულ პრობლემაზე მოგვითხრობს და რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია.

ყველა ახალი ამბავი
0