პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს აღნიშნავენ

© photo: Sputnikსაქართველოს პარლამენტის შენობა თბილისში
საქართველოს პარლამენტის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
1989 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა.

თბილისი, 11 თებერვალი —  Sputnik. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში 17:00 საათზე მიღება გაიმართება, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში მიღება ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ ფარგლებში  გაიმართება.

„პარალელურად მოეწყობა ფოტოგამოფენა „საქართველოს ეკლესია 1917–2017 წლებში“, ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
პარლამენტი ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

მიღებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმასპინძლებენ. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები, პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები. 

ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო რუსეთის საიმპერატორო კარმა 1811 წელს გააუქმა და საქართველოს საეგზარქოსო დააარსა, რომელიც რუსული ეკლესიის სინოდს ემორჩილებოდა.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქად ცნობილი საეკლესიო მოღვაწე კირიონ მეორე აირჩიეს.

1989 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.


ყველა ახალი ამბავი
0