საშუალოზე დაბალი: საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში მოხვდა

© Sputnik / STRINGERვაჭრობა დეზერტირების ბაზარზე
ვაჭრობა დეზერტირების ბაზარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასაქმებისა და უმუშევრობის დონიდან გამომდინარე, საქართველო განეკუთვნება იმ განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს, სადაც მოსახლეობის შემოსავლები საშუალოზე დაბალს წარმოადგენს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) საქართველო მსოფლიო დონესთან შედარებით საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში შეიტანა, ნათქვამია ILO-ს მოხსენებაში 2017 წლის მიხედვით.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს უმუშევართა რიცხვი მთელ მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს — 192,7 მილიონ ადამიანს მიაღწია. ორგანიზაციის პროგნოზით, 2018 წელს უმუშევართა რიცხვი მსოფლიოში უცვლელი დარჩება, ხოლო უმუშევრობის დონე 2016 წლის ზრდის შემდეგ დასტაბილურდება.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 11,5% შეადგინა, ამასთან სამუშაო ძალა საქართველოში საერთო მოსახლეობის 67,9%-ს შეადგენს.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო თავისუფლების რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში — თურქეთსა და აზერბაიჯანში მოსახლეობის შემოსავლები საშუალოზე მაღალს წარმოადგენს. ამასთან აზერბაიჯანში უმუშევრობის დონე 5%-ს, ხოლო თურექთში — 11,3%-ს შეადგენს.

რუსეთი განვითარებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა. უმუშევრობის დონე იქ 5,2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სომხეთს, ის, როგორც საქართველო, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების სიაშია. ამასთან ამ ქვეყანაში საქართველოს მეზობლებიდან უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია — 18,2%.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) — გაეროს სისტემის სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის პრინციპების, ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებებისა და შრომის სფეროს უფლებების დაცვას. ILO შეიქმნა 1919 წელს და გაეროს სპეციალიზებული პირველი სააგენტო 1946 წელს გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0