თავშესაფრის მაძიებლები: საქართველო სომხეთის მოქალაქეებს ქვეშევრდომობაზე უარს ეუბნება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილი ქალი ბავშვით
ლტოლვილი ქალი ბავშვით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად არ მიუცია თავშესაფარი.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით სომხეთის 22–მა მოქალაქემ მიმართა, მაგრამ არცერთი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, ნათქვამია კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ჩაატარა. 

ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო
„მუსლიმი დამპყრობლები“: უნგრეთი ლტოლვილებს აღარ მიიღებს

IDFI შენიშნავს, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეებს თითქმის არ მიუღიათ ჰუმანიტარული თუ ლტოლვილის სტატუსები საქართველოში. 2012 წლიდან დღემდე მსგავსი მოთხოვნით საქართველოს აზერბაიჯანის 59–მა მოქალაქემ მომართა, რომელთაგან მხოლოდ ხუთი დაკმაყოფილდა; თურქეთის 121 მოქალქიდან არ დაკმაყოფილებულა არცერთი, ხოლო რუსეთის 177 მოქალაქიდან თავშესაფარი საქართველოში მხოლოდ 35–მა მიიღო. 

როგორც IDFI ირწმუნება, საქართველოს ხელისუფლება სარგებლობს იმ ცდომილებებით, რომლებიც კანონმდებლობაში არსებობს და თავშესაფრის მაძიებლებს უარს ეუბნებიან ჰუმანიტარული თუ ლტოლვილის სტატუსების მინიჭებაზე. 

„საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკიდან გამოდინარე, სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ისე, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით ხდება მისთვის თავშესაფარზე უარის თქმა“, — წერია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში. 

IDFI–ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის 5 886 მაძიებელი დარეგისტრირდა, რომელთაგან ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 208 კაცმა, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი 1 254–მა ადამიანმა მიიღო. დანარჩენებს უარი ეთქვათ, ხოლო მათ საქმეების განხილვა შეწყდა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტნი არიან ერაყელები (3 ათასი განცხადება), შემდეგ – უკრაინელები, ეგვიპტელები, ირანელები და სირიელები. 


ყველა ახალი ამბავი
0