„ლეოგრანდი“ ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

© Sputnik / Seyran Baroyanსასტუმრო „ლეოგრანდი“
სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახის წევრები პირადი საუბრისას აცხადებენ, რომ კომპანიისგან კომპენსაციის სახით 50 000 აშშ დოლარს მიიღებენ.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტმა ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახებთან  კონკრეტული თანხის გარდა, ბავშვების განათლებისა და დასაქმების უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც კომპანიის ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებების ეტაპი დაასრულა და ათივე ოჯახთან შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ორი გარდაცვლილი, ორი დაშავებული - ორი ხანძარი თბილისში

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10, ხოლო ირანის – ერთი მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს გარდაცვლილთა ახლობლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, პირადი საუბრისას კი აცხადებენ, რომ კომპანიისგან კომპენსაციის სახით 50 000 დოლარს მიიღებენ.

სასტუმროს ამ დრომდე სამართალდამცავები იცავენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შენობა მფლობელის განკარგულებაში გამოძიების დასრულების შემდეგ დაბრუნდება. 

ხუთვარსკვლავიანი „ლეოგრანდი“ ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა და მისი მშენებლობა 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.


ყველა ახალი ამბავი
0