საქართველოს რეგიონებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან

CC0 / Pixabay / Engin_Akyurt / Девушка с учебником в библиотеке
Девушка с учебником в библиотеке - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში, ინგლისურის ენის 22 მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინგლისური ენის სწავლებისთვის საქართველოს ექვს სოფელში არსებულ იუსტიციის სახლებს გამოიყენებენ. ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბლის, წალკისა და ვალეს ახალგაზრდები ინგლისური ენის შესწავლას „ბრიტანეთის საბჭოს" ორგანიზებით შეძლებენ.

„ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის" პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აიპ „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში" ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლეებმა ლონდონში ინგლისურის ცოდნა გაიღრმავეს

ამასთან, თითოეულ ლოკაციაზე გაიხსნება ინგლისური ენის კლუბი, სადაც ეროვნული უმცირესობების, შშმ პირების და დევნილთა ოჯახების წარმომადგენლები დაესწრებიან გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურს-ცენტრში არსებული წიგნებით, აუდიო და ვიდეო-მასალით, ონლაინ-რესურსებით. პროექტის ფარგლებში, ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ასევე ინგლისური ენის კონკურსებში.

პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსი ჩატარდება და ინგლისური ენის 22 მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის. ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოეწყობა ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგ–სემინარები. გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0