25 წლის შემდეგ ქალის მუცლის ღრუდან სამედიცინო პინცეტი ამოიღეს

გამოწერა
მეოთხედი საუკუნის წინ ქალმა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა, ექიმებს კი მუცლის ღრუში პინცეტი დარჩათ

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ექიმებმა პაციენტის მუცლის ღრუდან 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს დარჩენილი სამედიცინო პინცეტი ამოიღეს, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" კლინიკა Innova-ში.

პინცეტი გინეკოლოგმა, ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ ამოიღო, რომელთანაც პაციენტი სულ სხვა ჩივილით მივიდა.

© courtesy of Irakli Toduaპინცეტი, რომელიც ექიმებს პაციენტის მუცლის ღრუში დარჩათ
Пинцет, забытый во время операции - Sputnik საქართველო
პინცეტი, რომელიც ექიმებს პაციენტის მუცლის ღრუში დარჩათ

ე

„პაციენტს 25 წლის წინ ოპერაცია ჩაუტარეს, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია ახლა", – განაცხადა ირაკლი თოდუამ, რომელმაც თავად გადაიღო მუცლის ღრუდან ამოღებული პიცეტი.

მუცლის ღრუში უცხო სხეულის აღმოჩენა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც პაციენტმა ოპერაციის წინ გაიკეთა.

მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ წლების განმავლობაში პაციენტი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა.

ყველა ახალი ამბავი
0