თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ექიმებმა პაციენტის მუცლის ღრუდან 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს დარჩენილი სამედიცინო პინცეტი ამოიღეს, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" კლინიკა Innova-ში.
პინცეტი გინეკოლოგმა, ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ ამოიღო, რომელთანაც პაციენტი სულ სხვა ჩივილით მივიდა.
ე
„პაციენტს 25 წლის წინ ოპერაცია ჩაუტარეს, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია ახლა", – განაცხადა ირაკლი თოდუამ, რომელმაც თავად გადაიღო მუცლის ღრუდან ამოღებული პიცეტი.
მუცლის ღრუში უცხო სხეულის აღმოჩენა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც პაციენტმა ოპერაციის წინ გაიკეთა.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ წლების განმავლობაში პაციენტი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა.