თბილისი ნაძვის ხეების ფესტივალისთვის ემზადება

© photo: Sputnikსაახალწლო ნაძვის ხეები
საახალწლო ნაძვის ხეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაძვის ხეების ფესტივალზე იქნება მრავალი სამკაული, სათამაშო, ტკბილეული და რა თქმა უნდა, ახალი წლის მთავარი სიმბოლო

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ნაძვის ხეების ტრადიციული ფესტივალი თბილისის ძველ უბანში, მეიდანზე 23-24 დეკემბერს გაიმართება, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში Facebook-გვერდზე.

საახალწლო ილუმინაცია - Sputnik საქართველო
საახალწლო გაფორმება თბილისს 3 მილიონი ლარი დაუჯდება

ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ ორიგინალურ ნაძვის ხეებს და სამკაულების, სათამაშოებისა და აქსესუარების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას.

ფესტივალი არ ჩატარდება ტკბილეულის — ჩურჩხელების, გოზინაყის, ცხელი გლინტვეინის, ჩაისა, შოკოლადისა და სხვა ნუგბარის გარეშეც.

დღის განმავლობაში, განწყობის ასამაღლებლად, საახალწლო თემატიკის მუსიკა აჟღერდება. დასასრულ კი გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყობა.

თბილისის ხელისუფლება დედაქალაქს ახალი წლისთვის აქტიურად ამზადებს. ქუჩებს რთავენ საახალწლო ილუმინაციებით და მუშაობენ სადღესასწაულო ღონისძიებების დეტალებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0