საახალწლო გაფორმება თბილისს 3 მილიონი ლარი დაუჯდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ილუმინაცია
საახალწლო ილუმინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია საახალწლო განათებაზე სამ მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია 3 მილიონ ლარს დახარჯავს, აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

თბილისის მერიასთან არსებულმა კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონათურებისა და განათების მოწყობილობების შეძენისთვის ტენდერის ჩატარების მიზნით მიმართა.

„საახალწლო ილუმინაციები დიდ გავლენას ახდენს დედაქალაქის იმიჯზე და საერთაშორისო არენაზე თბილისის დადებითი კუთხით წარმოჩენაზე, რაც, თავის მხრივ, მაღალ მხატვრულ ფასეულობებს უკავშირდება. როდესაც საკითხი ასეთი სამუშაოებს ეხება, პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ხშირად სასურველ შედეგს არ იძლევა", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

თბილისობაზე - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2017" მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს

ამგვარად, თბილისის საახალწლო განათება ახალი ელემენტებით შეივსება.

რუსთაველის გამზირის გასწვრივ იგეგმება 32 ახალი ოქროსფერი ბაფთის მონტაჟი, რომელთა სიგანე 12 მეტრი იქნება. ამ ბაფთებში "განათებული ცა" გამოჩნდება.

იქვე დაამონტაჟებენ სტრობოსკოპებს, ანუ მოწყობილობებს, რომლებიც გამეორებადი მკაფიო სინათლის იმპულსების სწრაფად წარმოქმნის საშუალებას იძლევა.

ცენტრალურ გამზირზე ხეებს ოქროსფერი ლამპიონებით მორთავენ.

საახალწლო ნაძვის ხეს ორი მხრიდან ორი ხუთმეტრიანი საახალწლო თაღები დაამშვენებს. გარდა ამისა, გამზირზე ხუთმეტრიან ბურთს და დადგამენ.

ჭავჭავაძის გამზირზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის 500 საახალწლო ფიგურა დაიდგმება. ასევე დაგეგმილია 300-მდე ხის ოქროსფერი ლამპიონებით მორთვა.

ბარათაშვილზე დადგამენ ხუთმეტრიან რვა საახალწლო დეკორატიულ ნაძვის ხეს, რომლებიც თეთრი განათებითა და წითელი ბაფთებით დამშვენდება.

პეკინის გამზირზე ათმეტრიანი 24 ცალი ბაბუაწვერა-ლამპიონს დადგამენ, რომელთა სიგანე 10 მეტრი იქნება. სპეციალური პროგრამული მექანიზმის მეშვეობით შეიქმნება ქარწაღებული ბაბუაწვერას ეფექტი.

სანაპიროზე კი, მეტეხის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე ხეები ოქროსფერი ლამპიონებით განათდება.

საახალწლო განათება თბილისში 10-დან 15 დეკემბრამდე პერიოდში ჩაირთვება.

ყველა ახალი ამბავი
0