16:30 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დიდთოვლობა

დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა – დაწესდა შეზღუდვები

© FB / ROADS DEPARTMENT OF GEORGIA
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (27)
52 0 0

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტომფლობელებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ავტომაგისტრალებზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ (ჩუმათელეთი–ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ მონაკვეთზე ყველა სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები ასევე დაწესდა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 15—88 კმ მონაკვეთზე. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის 1-15 კმ და 88-142 კმ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო ანალოგიური შეზღუდვა დაწესდა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ (ნინოწმინდა — სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა ასევე ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის 80-97 კმ მონაკვეთზე. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო 1-40 კმ (ხაშური–ჩითახევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური შეზღუდვებია დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40 კმ მონაკვეთზეც.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტომფლობელებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ხატია გიგოლაშვილი

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (27)

მთავარი თემები