თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში შაბათს, 9 დეკემბერს უპირატესად ნათელი ამინდი იქნება.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით — +5 გრადუსი. 09:00 საათიდან ტემპერატურა მოიმატებს და შუადღის შემდეგ მაქსიმუმს — 8 გრადუსს მიაღწევს.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
მზე 08:15 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.