20:52 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ქართველ მოსწავლეთა გუნდი Smart Kids

სკოლის მოსწავლეების შანსი – გამოცხადდა კონკურსი "ათასწლეულის ინოვაციები"

© FB / City Hall of Senaki Municipality
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სამეცნიერო ცხოვრება (36)
194 0 0

კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აშშ-ში გაემგზავრებიან და ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში NASA-ს სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში გამოცხადდა მორიგი კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციები", ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში NASA-ს სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიებისადმი. გარდა ამისა, კონკურსი ხელს შეუწყობს ახალ მიღწევებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

კონკურსში მონაწილეობისთვის სკოლის მოსწავლეებმა უნდა შექმნან გუნდი და წარმოადგინონ ინოვაციური პროექტი. ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი ბავშვი.

კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1999 წლის 2 აპრილიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდში. გუნდმა უნდა წარმოადგინოს ინოვაციური პროექტი შემდეგ სფეროებში: კოსმოსი და ავიაცია, ჯანდაცვა და კვება, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები, მობილური ტექნოლოგიები.

მოსწავლეებს ანკეტების გაგზავნა შეუძლიათ 20 დეკემბრამდე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ ელექტრონულ მისამართზე mia@mcageorgia.ge

ჟიური საქართველოში გამოავლენს სამ საუკეთესო გუნდს. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2018 წლის აპრილში NASA-ში გაემგზავრება.

კონკურსს მართავს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველო" აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციები" საქართველოში 2014 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 227 გუნდი მონაწილეობდა.

თემები:
საქართველოს სამეცნიერო ცხოვრება (36)

მთავარი თემები