რამდენს იხდიან კომუნალური მომსახურებისთვის საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბურთალოს რაიონი
საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველომ“ გაარკვია, ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურებისთვის თუ რამდენს ხარჯავს სააგენტოს მკითხველი

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik.  საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველოს“ ვებ–გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა ზამთრის პერიოდში კომუნალურ მომსახურებაზე 200 ლარამდე იხდის.

კითხვაზე „რამდენს ხარჯავთ კომუნალურ გადასახადებზე ზამთარში?“ რესპონდენტების 26,1%–ის პასუხი იყო – 100–დან 200 ლარამდე. ლარის მიმდინარე კურსია – 2,7 GEL/$1.

გამოკთხვის თანახმად, კომუნალურ მომსახურებაზე ყოველთვიურად 200 ლარზე მეტს იხდია რესპონდენტების 65,2%. ხოლო გამოკითხვაში მონაწილეთა 8,7% – 50 ლარამდე იხდის. 

ადამიანი ხსნის ონკანს - Sputnik საქართველო
დენისა და წყლის ტარიფები წლის ბოლომდე გადაიხედება

თბილისელებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი, რომლებსაც  კომპანია „ყაზტრანსგაზი“ უზრუნველყოფს,  დღგ–ს გათვალისწინებით 46,153 თეთრია, ხოლო რეგიონების მოსახლეობისთვის, რომელთაც კომპანიები „სოკარი“ და „საქორგაზი“ უზრუნველყოფს – დღგ–ს გათვალისწინებით 56,940 თეთრი და 57, 011 თეთრი.

თბილისში „თელასის“ აბონენტები, რომლებიც 101 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ/სთ-ში 11 თეთრს იხდიან; 101-დან 301 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაში — 14,4 თეთრს, ხოლო 301 კვტ/სთ-ს ზემოთ მოხმარებული ენერგიის ღირებულება 18,2 თეთრია. 

რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფი კომპანია Energo-Pro Georgia–ს აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ–მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ/სთ-ში მოხმარებული ენერგიისთვის 10, 978 თეთრს იხდიან; 101-დან 301 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაში — 14,348 თეთრს, ხოლო 301 კვტ/სთ-ს ზემოთ მოხმარებული ენერგიის ღირებულება 18,178 თეთრია. ტარიფები 2017 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

GWP საქართველოს დედაქალაქს წყლით ამარაგებს – თბილისის მასშტაბით კომპანია 467,3 ათას აბონენტს ემსახურება.  მოსახლეობისთვის მომსახურების ტარიფი ასეთია: წყლის მომხმარება მრიცხველის გარეშე (ფიქსირებული) – ერთ სულ მოსახლეზე 3,15 თეთრი თვეში; მრიცხველით – 1 м3–ისთვის 0,2655 ლარი. მოქმედი ტარიფი 2010 წლის 1 დეკემბრიდან არის ძალაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0