08:02 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბორჯომის ტყე

სპეციალისტები ბორჯომის ტყის აღდგენის გეგმას განიხილავენ

© Sputnik/ STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ხანძარი ბორჯომის ტყეში (58)
17 0 0

ბორჯომის ტყეში 100 ჰექტარი ფართობი ტერიტორია დაიწვა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალისტები იმ პრობლემების გადაჭრის საკითხებს იხილავენ, რომელიც ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენის შედეგად წარმოიშვა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, აგვისტოში ბორჯომის ტყეში 100 ჰექტარი ფართობი ტერიტორია დაიწვა. სატყეო ზონაში არსებული სიტუაციის შემსწავლელი სპეციალური კომისიის სხდომა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე ექსპერტებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ხელს შეუწყობს დამწვარი ტყის აღდგენას. გარდა ამისა, ნახანძრალ ფართობებზე დაგეგმილია სპეციალისტების გასვლითი ღონისძიებები არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლის მიზნით.

კომისიის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე. ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა. დახმარებისთვის მზადყოფნა განაცხადა რუსეთმაც.

თემები:
ხანძარი ბორჯომის ტყეში (58)

მთავარი თემები