ბორჯომის ტყის აღსადგენად 1 მილიონ 770 ათასი ლარი შეგროვდა

© FB / Giorgi Kvirikashviliდამწვარი ხეები ბორჯომის ტყეში
დამწვარი ხეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახმარების სურვილი დამწვარი უნიკალური ტყის აღდგენაში უფრო ადრე გამოთქვეს ორმა მსხვილმა ქართულმა ბანკმა - "საქართველოს ბანკმა" და "თიბისი ბანკმა", ასევე კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-მ და მსოფლიო ბანკმა

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ბორჯომის ტყეში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღსადგენად გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშებზე 1 მილიონ 770 ათასი ლარია ჩარიცხული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყებაში განმარტეს, რომ ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული საქველმოქმედო მატჩის შედეგად მიღებული თანხა. მსოფლიო ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავებმა თბილისში 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩი გამართეს, რომელშიც WORLD XI ნაკრებმა GFF XI-ს 6:5 მოუგო.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბიოლოგი: ნახანძრალი ტყის სრულფასოვან აღდგენას 80-100 წელი სჭირდება

საქველმოქმედო მატჩზე გაიყიდა 300 ათას 343 ლარის თანხის ბილეთები. ამ თანხას დაემატა 102 ათას 871 ლარი, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის (საქართველო-ირლანდია) ბილეთების გაყიდვიდან შევიდა. მატჩი სექტემბრის დასაწყისში თბილისში გაიმართა.

ანგარიშები ბორჯომის ტყის აღდგენის დაფინანსებისთვის 24 აგვისტოდან დაიწყო. სპეციალურ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს.

ზაფხულში საქართველო ხანძრების მთელმა სერიამ მოიცვა — ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას ტყეში მძვინვარებდა. წინასწარი მონაცემებით, 100 ჰექტარი ტყე დაიწვა. სიტუაციას მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0