04:37 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
თბილისი

საჯარო რეესტრმა ქვეყნის აეროგადაღება დაასრულა

© FB / Sergo Edisherashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (336)
26 0 0

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის და მოცულობის აეროგადაღებები და ერთიანი ორთოფოტოსურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ტერიტორიის აეროგადაღების სამუშაოები დაასრულა, ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

პროექტს  „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის — საქართველოს ორთოფოტო", რომლის დაფარვის არეალი დაახლოებით 40 000 კვ.კმ. შეადგენს, საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) ხელშეწყობით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის და მოცულობის აეროგადაღებები და ერთიანი ორთოფოტოსურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხდება.

უწყების ინფორმაციით, მიღებულ ზუსტ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით, მომზადდება სიმაღლური მოდელი და ორთოფოტოგეგმები, რომლებსაც საჯარო რეესტრი კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად და სხვ მრავალი დანიშნულებით გამოიყენებს.

საჯარო რეესტრისა და ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოს ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და მიწის მართვის პროცესებს. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) კონცეფციისა და ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად, გეოგრაფიული მონაცემების კომბინირებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებას.

 „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის — საქართველოს ორთოფოტო" პროექტის დაწყებამდე, საქართველოში კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღება სახელმწიფოს დაკვეთით სულ სამჯერ (2000, 2005 და 2010 წწ.)განხორციელდა. თუმცა, სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, სამუშაოები სპონტანურად წარმოებდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებით იყო შექმნილი და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

თემები:
თბილისი დღეს (336)

მთავარი თემები