ელდარ შენგელაიას „სავარძელს“ იაპონიაში უჩვენებენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის ჩვენების უფლება იაპონიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და პრესტიჟულმა კინოთეატრმა „ივანამი ჰოლმა" შეიძინა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ახალი ნამუშევარი „სავარძელი“ იაპონიის კინოგაქირავებაში გავა. 

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „სავარძლის" ჩვენების უფლება იაპონიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და პრესტიჟულმა კინოთეატრმა „ივანამი ჰოლმა" შეიძინა. ფილმი ტოკიოს კინოთეატრში 2018 წლის ბოლოდან გამოჩნდება.

„სავარძელი" — ეს არის აბსურდული სატირული ტრაგიკომედია. ისტორიის გმირია იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც არჩევნებში წაგების შემდეგ კარგავს ყველაფერს – სამსახურს, ავტომობილს და, რაც მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი კი ყოფილი მინისტრის ამოქმედებას ცდილობს, მაგრამ — უშედეგოდ. 

თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
შენგელაიას ახალი ფილმის პრემიერა სექტემბერში გაიმართება

შენგელაიას ფილმის პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი ნიკა თავაძე ასრულებს, თავისი ოცნების ქალიშვილს ხვდება, მაგრამ ამ დროს ბედისწერა მას არანაკლებ უსიამოვნო სიურპრიზებს მოუტანს. ახალი მთავრობა მოითხოვს, რომ გიორგიმ დატოვოს სახელმწიფო აგარაკი, ცოლი და ქვისლი უწყობენ სკანდალს, რაც მასმედიის ყურადღების ცენტრში ხვდება. სახლი გარშემორტყმულია ჟურნალისტებითა და პოლიციით, ხოლო ფინალში სახლის შტურმი იწყება.

სავარძელი გმირს გაქცევაში ეხმარება, მაგრამ საკითხი, გადალახავს თუ არა ის ძალაუფლების წყურვილს, ღიად რჩება.

„სავარძელი“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ 84 წლის რეჟისორის პირველი ნამუშევარია. 

სცენარის ავტორები არიან ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი, ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი. ფილმზე მუშაობდნენ მხატვარი გოგი მიქელაძე და კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი.

ფილმში მონაწილეობენ ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატალია ჯუღელი, ნანა შონია, ვანო გოგიტიძე, ზუკა დარჯანია, ტრისტან სარალიძე, ვიტალი ხაზარაძე, მერაბ გეგეჭკორი და სხვები.

„სავარძლის“ პრემიერა  ქართულ კინოთეატრებში („ამირანი“, „კავეა“) 14 სექტემბერს გაიმართა. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) ფარგლებშიც. 

ყველა ახალი ამბავი
0