სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

© photo: Sputnik / Besik Pipiyaახალი სასწავლო წელი სკოლებში
ახალი სასწავლო წელი სკოლებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ქუჩები ბავშვებით აივსო, რომლებიც ყვავილებით ხელში სკოლაში მიიჩქარიან

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა.

პირველ სასწავლო დღეს საქართველოში თბილი და მზიანი ამინდია.

ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სისტემა საქართველოში: 15 მინისტრი და დაუსრულებელი რეფორმები

თბილისში სასწავლო წლის დაწყება დილაადრიანად შეინიშნება. ქალაქში იმატა ავტომობილებმა; ქუჩები სავსეა მოსწავლეებით თაიგულებით ხელში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სკოლებში არ არის მკაცრი დრეს-კოდი, ამ საზეიმო დღეს, უმეტესად უმცროკლასელებს, ტრადიციულად, თეთრი ზედა და შავი ქვედა აცვიათ.

გუშინ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა. თავის ქადაგებაში მან აღნიშნა, რომ ცოდნის გარდა ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა და კეთილი თვისებები.

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს რიგი სიახლეები ელოდებათ. მაგალითად, დიდი შესვენება, რომლის დროს ისინი სადილობას შეძლებენ.

2017 წელს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სკოლები 56,3 ათას პირველკლასელს მიიღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0