ძალადობის მსხვერპლთათვის ცხელი ხაზი რვა ენაზე ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილ ცენტრს ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულებსაც შეუძლიათ მიმართონ

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი 116 006 ერთბაშად რვა ენაზე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის საკითხებზე კონსულტაციის მიღება ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: საქართველოში გახშირდა ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები

„დარეკვა 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია, ზარი უფასო და კონფიდენციალურია. არა ძალადობას!", — წერია განცხადებაში.

სახელმწიფო ფონდი 2006 წლის ივნისში დაარსდა. მისი მიზანია — ოჯახური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.

ამჟამად საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები მოქმედებს თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში და კახეთში. დაზარალებულებს თავშესაფარში ყოფნა სამი თვის განმავლობაში შეუძლიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს.

ცენტრში ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ შესაბამისი სტატუსი ჯერ არ მიუღიათ. სტატუსის მიღებამდე ისინი კრიზისის ცენტრში იცხოვრებენ, შემდეგ კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში გადასვლა შეუძლიათ.

ცენტრებში ძალადობის მსხვერპლი იღებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო დახმარებას. ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრირებაში ეხმარებიან.

2017 წლის დასაწყისიდან შსს-ს მონაცემებით, საქართველოში ოჯახური ძალადობის 688 შემთხვევა დაფიქსირდა, 548-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0