07:17 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია

ხაშურში სამონასტრო კომპლექსი აშენდება

© FB / Giorgi Kvirikashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მომავალი სამონასტრო კომპლექსის საძირკველი აკურთხა და მშენებლობას ისტორიული უწოდა

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ხაშურში, ზემო სერის მთაზე სამონასტრო–საგანმანათლებლო კომპლექსი ახალი ბანა აშენდება.

სამონასტრო კომპლექსი ხაშური-სურამის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით შენდება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

Место, где будет построен новый монастырский комплекс
ადგილი, სადაც ახალი სამონასტრო კომპლექსი აშენდება

"იწყება მოქმედება ისტორიული მნიშვნელობის. ახალი ბანის საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს, მადლი ღვთისა გარდამოვიდეს ამას ტაძარსა ზედა", – ბრძანა პატრიარქმა ილია მეორემ საძირკვლის კურთხევისას.

ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც მომავალ კომპლექსს კათოლიკოს–პატრიარქის კიდევ ერთი მიღწევა უწოდა.

Крест на месте строительства нового монастырского комплекса
ჯვარი ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ადგილზე

"ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წელს სრულდება ილია მეორის დაბადებიდან 85 და აღსაყდრებიდან – 40 წელი.

Церемония начала строительства нового монастырского комплекса
ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა, მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მთავარი თემები