ხაშურში სამონასტრო კომპლექსი აშენდება

© FB / Giorgi Kvirikashvili ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია
ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მომავალი სამონასტრო კომპლექსის საძირკველი აკურთხა და მშენებლობას ისტორიული უწოდა

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ხაშურში, ზემო სერის მთაზე სამონასტრო–საგანმანათლებლო კომპლექსი ახალი ბანა აშენდება.

სამონასტრო კომპლექსი ხაშური-სურამის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით შენდება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

© FB / Giorgi Kvirikashviliადგილი, სადაც ახალი სამონასტრო კომპლექსი აშენდება
Место, где будет построен новый монастырский комплекс - Sputnik საქართველო
ადგილი, სადაც ახალი სამონასტრო კომპლექსი აშენდება

"იწყება მოქმედება ისტორიული მნიშვნელობის. ახალი ბანის საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს, მადლი ღვთისა გარდამოვიდეს ამას ტაძარსა ზედა", – ბრძანა პატრიარქმა ილია მეორემ საძირკვლის კურთხევისას.

ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც მომავალ კომპლექსს კათოლიკოს–პატრიარქის კიდევ ერთი მიღწევა უწოდა.

© FB / Giorgi Kvirikashvili ჯვარი ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ადგილზე
Крест на месте строительства нового монастырского комплекса - Sputnik საქართველო
ჯვარი ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ადგილზე

"ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წელს სრულდება ილია მეორის დაბადებიდან 85 და აღსაყდრებიდან – 40 წელი.

© FB / Giorgi Kvirikashvili ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია
Церемония начала строительства нового монастырского комплекса - Sputnik საქართველო
ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა, მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0