თბილისში 500-მდე ძაღლის პატრონი დააჯარიმეს

© Sputnik / Alexander Imedashviliძაღლი პატრონის ავტომობილში
ძაღლი პატრონის ავტომობილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველების მფლობელებს თბილისში აჯარიმებენ გარემოს დაბინძურებისა და დაურეგისტრირებელი ცხოველების გამო.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისში 2017 წლის დასაწყისიდან ცხოველების მოვლის წესების დარღვევისთვის დაახლოებით 500 ძაღლის პატრონი დააჯარიმეს, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ფხალაძემ.

"ძირითადად ეს იყო შემთხვევები, როდესაც პატრონები არ ასუფთავებდნენ თავიანთი ცხოველების ნარჩენებს და აბინძურებდნენ გარემოს, ან არ ჰყავდათ რეგისტრირებული ისინი. ყოველდღე, 24-საათიან რეჟიმში სპეციალური ეკიპაჟები პატრულირებენ და ათვალიერებენ ქალაქის სკვერებს, პარკებსა და ქუჩებს, ასევე რეაგირებენ შემოსულ ზარებზე, როდესაც ინფორმაციას გვაწვდიან ამა თუ იმ წესის დარღვევის შესახებ", — განაცხადა ფხალაძემ.

ძაღლი მანქანაში - Sputnik საქართველო
თბილისში 2016 წელს 759 ცხოველის პატრონი დაჯარიმდა

ცხოველების მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები 8 ლარიდან იწყება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2016 წლიდან თბილისში ძაღლების პატრონებისთვის საინფორმაციო ნიშნების დამონტაჟება დაიწყო, რომლებიც ცხოველების პატრონებს აფრთხილებს, თუ სად არ შეიძლება მათი გასეირნება, ან ახსენებს, რომ მათი ნარჩენები უნდა მოასუფთაონ.

თბილისის საკრებულომ 2015 წლის აპრილში მიიღო დადგენილება "ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესების შესახებ".

დოკუმენტის თანახმად, შინაური ცხოველების ყველა პატრონმა უნდა ჩაატაროს მათი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში შესაძლებელია მხოლოდ მოკლე საბელით (50 სანტიმეტრი) ან საბელითა და ალიკაპით. ეს არ ეხება დეკორატიული ჯიშის ძაღლებსა და კატებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0