13:56 22 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს მთავარი პროკურატურა

სისასტიკე ძაღლის მიმართ: რუსთავის პროკურატურამ საქმე აღძრა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3610

მამაკაცმა ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, მიღებული ჭრილობების გამო ცხოველი მოკვდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ადგილობრივ მცხოვრებს ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც რუსთავში გასული კვირის ბოლოს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა ბერიტაშვილის ქუჩის ეზოში ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი.

ძაღლმა წამებას ვერ გაუძლო და მოკვდა.

პროკურატურამ ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვა.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

მთავარი თემები