იშვიათია ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ძაღლის ყოლა არ სდომებია. ბევრს ჰყავდა კიდეც, ბევრს კი გამუდმებული წუწუნი და ხვეწნა–მუდარა სჭირდებოდა, რომ მშობლებს მისი სათხოვარი შეესმინათ და შინ ძაღლის მიყვანის უფლება დაერთოთ.
თუმცა ყველას მცდელობა წარმატებით არ მთავრდებოდა — უფრო ხშირად ერთხელ ნათქვამი უარი ბოლომდე უარად რჩებოდა და ცხოველების მოყვარული ბავშვიც იძულებული ხდებოდა, იმ დროს დალოდებოდა, როცა თავად გადაწყვეტდა, მიეყვანა თუ არა ძაღლი სახლში.
არადა, ცოტა მეტი რომ ეცადათ…
ქვემოთ გთავაზობთ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ იმ მამების ძაღლებთან ურთიერთობის ამსახველ ფოტო–ისტორიას, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მათ შინ მიყვანას.