რომელ ენას ირჩევენ აბიტურიენტები გამოცდისთვის

© photo: Sputnik / Михаил Озерский / გადასვლა მედიაბანკშიგრიბოედოვის "ვაი ჭკუისგან"
გრიბოედოვის ვაი ჭკუისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
40,2 ათასი აბიტურიენტიდან რუსული ენა 6 ათასმა აირჩია.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეები უფრო ხშირად ინგლისური ენის გამოცდას ირჩევენ და უფრო იოლად აბარებენ, ვიდრე რუსულს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა 22 მაისს ჩააბარეს გამოცდა უცხო ენაში. 40,2 ათასი აბიტურიენტიდან 30 ათასმა ინგლისური ენა აირჩია, ხოლო რუსული — 6 ათასმა და მათგან ნაწილმა დაბალი შეფასება მიიღო.

"არის მოსწავლეთა კატეგორია, რომელმაც კარგად იცის რუსული ენა და მაღალ ქულას იღებს, მაგრამ არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც არც ერთ ენას არ ფლობს. რაღაც ესმის რუსულად, ირჩევს ამ ენას და იღებს დაბალ ქულას", — განაცხადა მინდაძემ.

გამოცდები - Sputnik საქართველო
საქართველოს საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მისი თქმით, ინგლისურ ენას წლიდან წლამდე უცხო ენებს შორის, რომლებსაც აბიტურიენტები გამოცდისთვის ირჩევენ, ტრადიციულად პირველი ადგილი უკავია.

"ინგლისურ ენას ხუთჯერ მეტი მოსწავლე აბარებს, ვიდრე რუსულს. რუსული ძირითადად იმ ბავშვებმა იციან, რომლებიც ორენოვან ოჯახებში იზრდებიან", — აღნიშნა მინდაძემ.

რაც შეეხება გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც 21 მაისს ჩატარდა, მინდაძის თქმით, აბიტურიენტთა 97%-მა ის ჩააბარა და გადალახა ბარიერი.

საქართველოში მე-12 კლასელების გამოცდები 21-25 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. მათ უკვე ჩააბარეს გამოცდები ქართულსა და უცხო ენაში და დარჩათ ისტორიასა და ფიზიკაში 23 მაისს, მათემატიკასა და ფიზიკაში — 24 მაისს და ქიმიაში — 25 მაისს.

ყველა ახალი ამბავი
0