„Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობის აზრით, მარხვის შენახვა ერთგვარ მოდად იქცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსამების ტაძარში მორწმუნეები
სამების ტაძარში მორწმუნეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველომ“ მკითხველებისგან გაიგო, გაიზარდა თუ არა საქართველოში მემარხულეთა რაოდენობა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. "Sputnik საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მარხვის შენახვა ერთგვარ მოდად იქცა  — ასეთია წინასააღდგომოდ საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე „თქვენი აზრით, რატომ გაიზარდა მემარხულეთა რაოდენობა საქართველოში?“ გამოკითხულთა 55%-მა უპასუხა, რომ მარხვის შენახვა „ერთგვარ მოდად დამკვიდრდა“.

გამოკითხვაში მონაწილეთა 20% კი მიიჩნევს, რომ გაიზარდა მორწმუნეთა რაოდენობა. ასეთივე პროცენტული მაჩვენებელია მათი, ვინც ფიქრობს, რომ მარხვა ხელს უწყობს სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

გამოკითხულთა 5% კი თვლის, რომ საქართველოში არ გაზრდილა მორწმუნეთა რაოდენობა.

მარხვა განსაკუთრებული სულიერი და ზნეობრივი დედააზრის მატარებელია და მისი უმთავრესი დანიშნულება ადამიანური არსისა და სულის განწმენდაა. 

წინასააღდგომო დიდი მარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. ოთხი მრავალდღიანი მარხვებიდან, დიდი მარხვა ყველაზე მკაცრი, ძირითადი და გრძელვადიანია. ის ექვი შვიდეულისგან ანუ 40 დღისგან შედგება და ამიტომ დიდმარხვას უწოდებენ.

დიდი მარხვა წინ უძღვის რელიგიურ დღესასწაულს — აღდგომას. 2017 წელს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0