23:47 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Apple iPhone

თირკმელი iPhone-ს სანაცვლოდ და გაუჩინარებული ახალგაზრა კაცი

© RIA Novosti. Григорий Сысоев
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8801

ირკვევა, რომ ჩინეთში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მზად არიან სიგიჟე ჩაიდინონ, ოღონდ iPhone შეიძინონ.

ის კი არა, ზოგი თურმე მზადაა, მეგობარი ქალი გააქირავოს სასურველ-საოცნებო გაჯეტის სანაცვლოდ. მაგრამ ის რაც ორმა ჩინელმა მამაკაცმა მოინდომა, ყველა საზღვარს ცდება.

ისტორია იმით დაიწყო, რომ ორმა მეგობარმა — ვუმ და ხუანმა Apple IPhone 6s-ზე წინასწარი შეკვეთა გააფორმეს. ამაში განსაკუთრებული არაფერია და რაღა თქმა უნდა, არც არავის უკვირს. მაგრამ როდესაც საფასურის გადახდის დრო მოვიდა… ვუმ და ხუანმა თირკმლების გაყიდვა გადაწყვიტეს, ვინაიდან საჭირო თანხა არ ჰქონდათ. 

ადგნენ და ინტერნეტით თირკმლების შეძენის მსურველის ძებნა დაიწყეს. ბოლოს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში იპოვეს და დაუკავშირდნენ. ორგანოების ყიდვით დაინტერესებულმა პირმა კი მათ პირველ რიგში ნანკინის საავადმყოფოში წასვლა და აბსოლუტურად ყველა ანალიზის ჩაბარება მოსთხოვა. 

ამ პროცედურას მეგობრებმა რამდენიმე დღე მოანდომეს. ბოლოს, როდესაც ყველაფერი დასრულდა და ექიმებმა დაადასტურეს, რომ მეგობრებს შესანიშნავი ანალიზები ჰქონდათ, თირკმლების კლიენტი… გაქრა, ანუ კავშირზე აღარ გამოდიოდა. 

ვუმ ეს უფლის მინიშნებად მიიღო და ხუანს უთხრა, მოდი, უარი ვთქვათ ამ წამოწყებაზეო, მაგრამ მან სასტიკი უარი სტკიცა და ჯიუტად განაგრძო მყიდველის ძებნა.

მაშინ ვუ პოლიციაში წავიდა და მომხდარის შესახებ განაცხადა, რათა მეგობარი რამენაირად შეეჩერებინა. მაგრამ მოულოდნელად ხუანის კვალიც გაქრა — პოლიციამ ვაღარ მიაგნო მას.

სამწუხაროდ, ასეა, როდესაც მზად ხარ ცალი თირკმლით იცხოვრო, ოღონდ iPhone გქონდეს, ელოდე უბედურებას! 

მთავარი თემები