თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანიამ Culture Trip გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "10 უძველესი ენა, რომელზეც დღემდე საუბრობენ მსოფლიოში" და ამ სტატიაში ქართული ენაც მოხვდა.
მსოფლიოს უძველეს ენებს შორის აღმოჩნდა ივრიტი, ტამილიური, ლიტვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური, ფინური, და ირლანდიური ენები.
"კავკასიის რეგიონი ლინგვიტებისთვის ნამდვილი კერაა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენები, სრულიად განსხვავებული ენათა ოჯახებიდან წარმოიშვნენ — ინდოევროპული, თურქული და ქართველური.
ქართული ენა უმსხვილესი ქართველური ენაა და ერთადერთია კავკასიურ ენებს შორის უძველესი ლიტერატურული ტრადიციებით.
მისი ლამაზი და უნიკალური ალფავიტი ასევე ძალიან ძველია — იგი, როგორც ფიქრობენ, არამეულიდან წარმოიშვა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში", — ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია ლანი სილინჯერი.
სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ენის ევოლუცია ბიოლოგიურ ევოლუციას ჰგავს — თაობა თაობას მოსდევს და რთულია თქმა რომელი ენა უფრო ძველია.
"ისინი ისეთივე ძველნი არიან, როგორც კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაღაც უძველესი — იისათვის, რომ იგი მასებისაგან გაარჩიონ", — აღნიშნულია სტატიაში.
კომპანია Culture Trip ინტერნეტის სფეროში საერთაშორისო სტრატაპია.
კომპანია დაკავებულია კონტენტების შექმნით ისეთ სფეროებში როგორიცაა მოგზაურობა, კვება, ისტორია, ლიტერატურა, არქიტექტურა, მოდა, სპორტი, ჯანმრთელობა.
კომპანიის შტაბ-ბინა ლონდონშია, ხოლო ფილიალები ნიუ-იორკსა და თელავივშია განთავსებული.