სახალხო დამცველმა ხელისუფლებას საშიში სათამაშოების გამო ზომების მიღებისკენ მოუწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩები თბილისის ცენტრში
ქუჩები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შეძენილი ათიდან ცხრა თოჯინა ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს მთავრობას, რეაგირება მოახდინოს კვლევაზე, რომელმაც აჩვენა, რომ ქართულ ბაზარზე ბევრი სათამაშო ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" გერმანიის ლაბორატორიაში უსაფრთხოების შესამოწმებლად გაგზავნა თბილისის მაღაზიებში შეძენილი 10 სხვადასხვა თოჯინა. კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან ცხრა თოჯინა ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და თან — დიდი რაოდენობით.

სახალხო დამცველის აპარატში სინანულით აღნიშნეს, რომ ქართული კანონმდებლობის დაახლოება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივებთან მხოლოდ 2019 წელს არის გათვალისწინებული.

შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
უნიკალური შემეცნებითი სათამაშოები: დამზადებულია საქართველოში

"საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას – რეაგირება მოახდინოს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით და "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში 2019 წლამდე დაგეგმოს და განახორციელოს კონკრეტული მოქმედებები საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის მოსაწესრიგებლად, სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში", — აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0