უნიკალური შემეცნებითი სათამაშოები: დამზადებულია საქართველოში

© Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა სათამაშო არსებობს. თუმცა ძალიან ცოტაა ისეთი სათამაშო, რომელიც ბავშვის ჰარმონიულ ზრდაზე და განვითარებაზე ზრუნავს.

ქართული სტარტაპი Eiko – Tbilisi Factory, რომელიც სამმა მეგობარმა სტუდენტმა დაარსა, ქართული თემატიკის მქონე ინტელექტუალურ სათამაშოებს აწარმოებს.

როგორ იბადება სტარტაპის იდეა?

ბიზნესის გახსნის იდეა სამ მეგობარს დიდი ხნის წინ გაუჩნდა. ეს სამი მეგობარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები საბა ღუდუშაური და სოფო ხიმშიაშვილი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზურა გომიაშვილი.

„მეგობრებთან ერთად დიდი ხანია გვინდოდა რაიმე ბიზნესის წამოწყება. თავიდან ავეჯის წარმოებაზე ვფიქრობდით, მერე კი ინტელექტუალურ სათამაშოებზე შევჩერდით, იმიტომ რომ საქართველოში ამას ჯერ არავინ აკეთებს“, — ყვება საბა ღუდუშაური.

რატომ მაინც და მაინც შემეცნებითი სათამაშოები?

ქართული სტარტაპი შემეცნებით სათამაშოებს მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგის მარია მონტესორის სისტემით აწარმოებს. მან სპეციალური სათამაშოები შექმნა, რომლებიც ბავშვების მოტორიკას ავითარებენ. ისინი იმის გათვალისწინებით შეიქმნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

„ჩვენც ეს მიმართულება ავირჩიეთ. ვცდილობთ, რომ ჩვენი სათამაშოებით ყველა ბავშვმა ითამაშოს. მნიშვნელოვანია ისიც რომ ეს არა მარტო გართობის საშუალებაა, თამაშს შემეცნებითი ფუნქციებიც გააჩნია. თამაშისას ბავშვი სწავლობს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის, ცხოველებისა და ფრინველების დასახელებებს და მრავალ სხვას“, — ყვება საბა ღუდუშაური.

© Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
1/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
© photo: courtesy of Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
2/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
© Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
3/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
© Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
4/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
© Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
5/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
© Saba Gudushauriშემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory - Sputnik საქართველო
6/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
1/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
2/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
3/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
4/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
5/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory
6/6
შემეცნებითი სათამაშოები Eiko – Tbilisi Factory

შემეცნებითი სათამაშოების წარმოება საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. მსოფლიო ბაზარზე საქმე უკეთესად არის, თუმცა ეს მაინც საქმიანობის ნაკლებად განვითარებულ სფეროს წარმოადგენს.

თამაშების ინდუსტრიაში მწარმოებლები, ძირითადად, აქცენტს სათამაშოების სიკაშკაშესა და სიიაფეზე აკეთებენ და არა შემეცნებითობაზე. სტარტაპი შეეცდება ქართულ ბაზარზე ეს ნიშა დაიკავოს.

შემეცნებითიი სათამაშოები, ძირითადად, საკმაოდ ძვირი ღირს. სტარტაპის დამაარსებლები სასარგებლო სათამაშოების ხელმისაწვდომ ფასად გაყიდვას გეგმავენ. თუ დღეს ერთი ასეთი საბავშვო ნივთი ქართულ ბაზარზე 100 ლარის ფარგლებში ღირს, ახალი სტარტაპი ორჯერ–სამჯერ ნაკლებ ფასებს სთავაზობს, რაც, შესაბამისად, ასეთ სათამაშოებზე პოპულარობასა და მოთხოვნას გაზრდის.

როგორ სათამაშოებს სთავაზობს სტარტაპი?

სტარტაპი სხვადასხვა სათამაშოს აწარმოებს. მაგალითად, არის სათამაშო „საქართველოს რუკა“. ეს ეხმარება ბავშვებს საქართველოს რეგიონებისა და მათი თავისებურებების შესწავლაში, ბავშვებს სამშობლოს უფრო ახლოს აცნობს.

არის ასევე სათამაშოები, რომლებიც კითხვას სხვადასხვა ენაზე ასწავლიან — ქართულად, რუსულად, ინგლისურად. მოტორიკის გასავითარებლად გამოიყენება „პაზლები“.

სამ წლამდე ბავშვებისთვის სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთაა. ისინი მთლიანი ხის ნაჭრისგან კეთდება. არის ფანერისგან გაკეთებული სათამაშოები. ისინი მცირე რაოდენობით წებოს შეიცავს. ეს მთლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი არ არის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც არ არის საშიში.

სტარტაპის სახელწოდება Eiko — Tbilisi Factory იაპონურ სიტყვას Eiko შეიცავს, რაც „დღეგრძელს“ ნიშნავს. ეს ბავშვის ჯანმრთელობის სიმბოლოა. სათამაშოები Eiko იქმნება, რათა სათამაშოების ქართული ბაზარი განვითარდეს და გაუმჯობესდეს, რაც პატარა ბავშვების მშობლებს განმავითარებელი სათამაშოების დიდ არჩევანს მისცემს.

ყველა ახალი ამბავი
0