ალასანია კომპანია SPConsulting–ის უფროსი პარტნიორი გახდა

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა - ის ამერიკულ კომპანია SPConsulting–ში მუშაობს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ამერიკული კონსალტინგური კომპანია SPConsulting–ის უფროსი პარტნიორ გახდა.

SPConsulting–ი, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, აშშ–ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მთავრობებისა და კერძო სექტორის კონსულტირებით არის დაკავებული. უფროსი პარტნიორების მოვალეობებში შედის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება, გუნდების ხელმძღვანელობა და პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება, იუწყება კომპანიის ვებ-გვერდი.

ზურაბ აბაშიძე - თავისუფალი დემოკრატების პლაკატი - Sputnik საქართველო
ალასანიას ყოფილი თანამებრძოლი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

კომპანია მსოფლიოს წამყვან კომპანიებს კონსულტაციებს უკვე 35 წლის განმავლობაში უწევს. მის კლიენტებს შორის არიან ჯანდაცვის, ტექნოლოგიების და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ისეთები, როგორებიცაა American Academy of Physician Assistants–ი, Africare, Gullup–ი, ISLP–ი, United Nations Foundation–ი.

ალასანია, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იყო, პარტია 2016 წლის ოქტომბერში გამართულ  საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ დატოვა. პარტიამ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეცვალა. დროთა განმავლობაში კოალიცია დაიშალა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის.

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციიდან 2014 წლის ბოლოს გავიდნენ, მას შემდეგ, რაც ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების საფუძველი ხელისუფლების ღია და მკვეთრი კრიტიკა გახდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების დაპატიმრებას მოჰყვა. 2017 წლის იანვარში ჩინოვნიკებს პატიმრობის ვადა შეუმცირეს, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ისინი შეიწყალა.

ყველა ახალი ამბავი
0