„Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა გაზაფხულისთვის განსაკუთრებულად არ ემზადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყვავილობა
ყვავილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა გაზაფხულისთვის განსაკუთრებულად არ ემზადება, ასეთია ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა გაზაფხულისთვის განსაკუთრებულად არ ემზადება, ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე „როგორ ემზადებით გაზაფხულისთვის?“, გამოკითხვაში მონაწილეთა 64,7%-მა უპასუხა – „განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ“.

სამოგზაუროდ ფულს აგროვებს რესპონდენტების 5,9%, დიეტას იწყებს 11,8%.

გაზაფხულის თბილ დღეებში ქალაქგარეთ გასვლას ფიქრობს და ამისთვის სიას ადგენს რესპონდენტების 5,9%. გამოკითხვაში მონაწილეთა 11,8% საკუთარ გარეგნობაში კორექტივების შეტანის მიზნით სპორტს მისდევს.

ყველა ახალი ამბავი
0