ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები მოქმედებს სომხეთის მიმართულებით

გამოწერა
უამინდობა მძღოლებს პრობლემებს უქმნის.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საქართველოს რამდენიმე ავტომაგისტრალზე, მათ შორის, სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სურვილი შვიდ კომპანიას აქვს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ (გზა სომხეთის საზღვრისკენ) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასეთივე რეჟიმი მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146 კმ მონაკვეთზე.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 10-72 კმ (სოფ. ორპირი–ამბროლაური) მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 1-140 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188 კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0