18:25 25 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4795
  • 100 RUB4.4459
  • USD3.1916
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში–2018 (53)
8802

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს ნაღვლის ბუშტზე გადატანილი ლაპარასკოპიის შემდეგ, რაც მას ბერლინში ჩაუტარდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ორშაბათს გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს, სამშობლოში 20 თებერვალს დაბრუნდება, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. 

ბერლინის კლინიკა „ჰელიოს ბერლინ-ბუხში“ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ოპერაცია გაუკეთეს. 

„მისი უწმინდესობა ორშაბათს დაბრუნდება საქართველოში. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდის, ამიტომ ექიმების გადაწყვეტილებითა და, რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის სურვილით, იგი საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდება“, — თქვა ჟვანიამ. 

ხუთშაბათს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საავადმყოფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოინახულებს, რომელიც უკვე იმყოფება გერმანიაში. 

გერმანიაში საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის უშიშროების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17-19 თებერვალსაა დაგეგმილი. 

გასული წლის ბოლოს ილია მეორემ ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რამაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 84 წლისაა და იგი 39 წელია ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიის სათავეში დგას. 

თემები:
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში–2018 (53)

მთავარი თემები