ბათუმის ბულვარს ახალი დირექტორი ჰყავს

© photo: courtesy of Batumi Boulevardბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეთერ მაჭუტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ცისკარ გოგიტიძე შეცვალა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე ეთერ მაჭუტაძე დანიშნა, ნათქვამია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე. 

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
ბათუმის ბულვარს ათასობით ახალი ყვავილი დაამშვენებს

პატარაძემ ბულვარის ყოფილ უფროსს ცისკარ გოგიტიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სამსახურში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ეთერ მაჭუტაძე აგრარულ მეცნიერებათა დოქტორია. 2012 წლიდან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტების დაგეგმარების სამსახურის უფროსად მუშაობდა. დამთავრებული აქვს ვორონეჟის მოროზოვის სახელობის სატყეო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მთავარ აგრონომად, შემდეგ კი დირექტორად.

ეთერ მაჭუტაძე არის 25-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი, რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში ქართულ და რუსულ ენებზე ქვეყნდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0