კომპრომატი საქართველოს პოლიტიკოსებზე: საქმის ფიგურანტები თავისუფლები არიან

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმის ფიგურანტები თავისუფლები არიან და სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

თბილისი, 6 იანვარი— Sputnik. წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის საფუძველზე პოლიტიკოსების მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერების საქმის ფიგურანტებმა საპატიმრო დატოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები რევაზ შიუკაშვილი, გიგლა შიოშვილი და ირაკლი ყიფშიძე 2016 წლის აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ 2011-2012 წლებში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტზე კომპრომატის შექმნის სქემა გაშიფრა. საქმესთან კავშირშია ასევე შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვასილ ლილუაშვილი, რომელიც სასჯელს სხვა ბრალდებით იხდის. 

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა თავისუფალია

„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხდომები 9-თვიან ვადაში დასრულებულიყო. თუმცა, დაცვის მხარე მაქსიმალურად შეეცადა და პრაქტიკულად მიაღწია იმას, რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო სხდომები გაჭიანურებულიყო და შესაბამისად, ამით მიაღწიეს 9-თვიანი ვადის გასვლას“, — განაცხადა პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა.

სასამართლო გადაწყვეტილებას შიუკაშვილი, შიოშვილი და ყიფშიძე თავისუფლებაზე დაელოდებიან.

პროკურატურის მტკიცებით, მცხეთა-მთიანეთის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, ასევე რამდენიმე ბინაში, რომელთა ადგილმდებარეობა მითითებული არ არის, ფარული კამერების დამონტაჟების დავალება ლილუაშვილმა გასცა. 

გამოძიება მიმდინარეობს მუხლით „დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფის მიზნით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


ყველა ახალი ამბავი
0