16:22 26 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე დაზარალებულად ცნეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1801

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, რომლის მანქანა ოქტომბრის დასაწყისში ააფეთქეს, განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ის საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მანქანის აფეთქების საქმეში დაზარალებულად ცნეს.

შეგახსენებთ: გივი თარგამაძის მანქანა 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან“ ახლოს ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში იმყოფებოდნენ თავად გივი თარგამაძე და მისი მძღოლი, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო ხუთი გამვლელი პირი სერიზულად დაშავდა. გამოძიებამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

„ორი თვის თავზე შემთხვევიდან, როგორც იქნა, მცნეს დაზარალებულად. ამის შემდეგ ჯიუტად ამბობდნენ უარს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე, ანუ საქმის მასალების ჩვენთვის გაცნობაზე. დღეს დილით შეცვალეს პოზიცია და გადაწყვიტეს, რომ საქმის მასალები გაგვაცნონ“, —განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თარგამაძემ.

ყოფილმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ის ყველა პასუხს მიიღებს.

თარგამაძის მანქანის აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად დაადგინა ბრალდებული და დაასახელა მისი ინიციალები. ეჭვმიტანილის ვინაობა მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს: შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დავით ხეჩუაშვილი. 

ხეჩუაშვილის მშობლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო მანქანა მათ შვილს აეფეთქებინა, რადგან მან აფეთქებამდე ხუთი დღით ადრე დატოვა საქართველო.
თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა, რომელიც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.

გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქების შემდეგ
FB/Giorgi Kandelaki
გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქების შემდეგ

ჩაგუნავას კუთვნილი რამდენიმე სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იარაღის მთელი არსენალი ამოიღო.

სასამართლომ ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა (ხეჩუაშვილს — დაუსწრებლად). საქართველოს შს სამინისტრო ხეჩუაშვილზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადებისათვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებს.

მთავარი თემები