06:26 21 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
დასვენება

იმისთვის, რომ ყოველი დღე დღესასწაულად იქცეს...

© Flickr/ FL/ jenny downing
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3510

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღემ დადებითი ემოციებით ჩაიაროს?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღემ დადებითი ემოციებით ჩაიაროს? გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველი დღე თქვენთვის სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი იქნება:

•    დაიწყეთ დღე ღიმილით. არაფერი ისე არ მუხტავს ადამიანს დადებითად, როგორც ღიმილი;

•    დალიეთ ჭიქა წყალი საუზმის წინ;

•    არ დაგავიწყდეთ სირბილი;

•    უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე;

•    ისწავლეთ დღის დაგეგმვა;

•    ყოველდღე მიიღეთ ახალი ხილი ან ბოსტნეული;

•    იფიქრეთ პოზიტიურად;

•    იარეთ წელში გამართულმა;

•    ყოველ დილით ივარჯიშეთ;

•    დღეში იკვებეთ 4-5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს;

•    დაივიწყეთ ლიფტი, კიბეებზე ფეხით იმოძრავეთ;

•    ყოველ დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი — დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში;

•    გამოიძინეთ, მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას;

•    ყოველდღე ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;

•    მეორე დღისთვის ტანსაცმელი წინასწარ, წინა საღამოს მოამზადეთ;

•    წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა;

•    თუ რამე საინტერესო აზრი ან იდეა მოგივიდათ თავში, მაშინვე ჩაიწერეთ;

•    მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი — არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში;

•    ძილის წინ ოთახი გაანიავეთ, დაიძინეთ სიგრილეში;

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე

•    დღეში 15 წუთი ოთახის დალაგებისთვის გამოყავით;

•    გაანებივრეთ საკუთარი თავი: მოაწყვეთ შოპინგი, ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები ან, უბრალოდ, უყურეთ კარგ ფილმს და პოზიტივით დაიტვირთეთ;

•    დაიბანეთ ძილის წინ;

•    დაიწყეთ საშინაო ბუღალტერიის წარმოება, ყველა ხარჯი აღრიცხეთ;

•    სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მოუწყეთ თავს რელაქსაციის 15 წუთი;

•    კვირაში ერთხელ ეწვიეთ აბანოს ან საუნას;

•    დაფიქრდით, რას ჭამთ, ამოიღეთ რაციონიდან ფასტ-ფუდი;

•    გახდით ერთი კვირა ვეგეტარიანელი;

•    იყავით პუნქტუალური;

•    უთხარით ადამიანებს ქათინაურები, იყავით კეთილგანწყობილი;

•    კვირაში 2-3-ჯერ, მინიმუმ 1 საათით დაკავდით სპორტით;

•    ავარჯიშეთ ტვინი: ისწავლეთ ლექსები, ამოხსენით კროსვორდები, ითამაშეთ ჭადრაკი;

•    ყოველდღე 10 უცხოური სიტყვა ისწავლეთ;

•    ყოველდღე კითხვისთვის გამოყავით სულ ცოტა 30 წუთი;

•    დაურეკეთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიზეზის გარეშე;

•    დაკავდით იოგით ან სასუნთქი სავარჯიშოებით;

•    აწარმოეთ პირადი დღიური და ჩაწერეთ იქ საკუთარი მიღწევები და წარუმატებლობები;

•    აზრი ლამაზად და გამართულად გადმოეცით. ყურადღება მიაქციეთ მეტყველებას;

•    ფოტოზე აღბეჭდეთ მნიშვნელოვანი მოვლენები;

•    გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები;

•    ყოველდღე მიიღეთ რძის პროდუქტები: უცხიმო ხაჭო, იოგურტი დანამატების გარეშე, კეფირი;

•    გადადით მარცვლოვან პურზე;

•    სახლში კომპიუტერთან 2 საათზე მეტს ნუ დაყოფთ;

•    ფეხებზე დაისხით ცივი წყალი — ეს შესანიშნავი საშუალებაა სხეულის გასაკაჟებლად;

•    თუ მდედრობითი სქესის ბრძანდებით, გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა;

•    გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ, ანუ გაიტანეთ ნაგავი სახლიდან;

•    ისწავლეთ ახალი რამ, ყოველდღე გაეცანით რაიმე საინტერესოს;

•    დალიეთ ახლად გამოწურული წვენი;

•    გაატარეთ უქმეები შედეგიანად: გადით ბუნებაში, იარეთ ექსკურსიებზე, დატკბით პეიზაჟებით და ახალ ადამიანებთან ურთიერთობებით;

•    იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. გახსოვდეთ: ოცნება რეალობიდან გაქცევა კი არა, არამედ მასთან მიახლოების საშუალებაა.

მთავარი თემები