თუ გსურთ დაზოგოთ თანხა და თან ჯანმრთელობა და სილამაზე შეინარჩუნოთ

© Pixabay / StockSnapწყალბადის ზეჟანგი სახის გაწმენდის ეფექტური საშუალებაა
წყალბადის ზეჟანგი სახის გაწმენდის ეფექტური საშუალებაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანდახან მოკრძალებული შეფუთვით წარმოდგენილი წამალი ბევრად უფრო ეფექტურია ლამაზად გაფორმებულ პრეპარატზე. ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველასთვის ცნობილ საშუალებას, თუ მოგეწონებათ, თანხასაც დაზოგავთ და ჯანმრთელობასა და სილამაზესაც შეინარჩუნებთ.

კარგად დაფიქრდით, როდესაც აფთიაქში შედიხართ და ფარმაცევტი ერთი სამკურნალო პრეპარატის რამდენიმე სახეობას გთავაზობთ. ხშირად იმას ირჩევთ, რომელიც ყველაზე ძვირია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან ძვირია, ესე იგი, საუკეთესოა. მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის. ხანდახან მოკრძალებული შეფუთვით წარმოდგენილი წამალი ბევრად უფრო ეფექტურია ლამაზად გაფორმებულ პრეპარატზე. მოკლედ, გარეგნობითა და ღირებულებით ნუ შეაფასებთ. ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველასთვის ცნობილ საშუალებას, დანარჩენი კი თქვენზეა, თუ მოგეწონებათ, თანხასაც დაზოგავთ და ჯანმრთელობასა და სილამაზესაც შეინარჩუნებთ.

CC0 / Flickr/ Vieilles Pubs / Peroxide of Hydrogenწყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი - Sputnik საქართველო
წყალბადის ზეჟანგი

დღეს წყალბადის ზეჟანგის ისეთ თვისებებზე მოგიყვებით, რომლებიც თქვენთვის უცნობი, ან ნაკლებად ცნობილია.

ყველამ იცის, რომ წყალბადის ზეჟანგი, იგივე ყველასთვის ცნობილი „პერეკისი“ დეზინფექციის კარგი საშუალებაა. მას იყენებენ ფეხის სოკოს, კისრის, ყელის ტკივილის დროს, იწმენდენ ყურებს, ათეთრებენ ტანსაცმელს და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად მას შეუძლია სახის კანის შავი წერტილებისგან გაწმენდაში დაგვეხმაროს.

ჯანმრთელი ფეხები იმაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს - Sputnik საქართველო
ფეხის აბაზანა სულ ორი ინგრედიენტისგან და საოცარი შედეგი

თუ შავ წერტილებს სახლის პირობებში იშორებთ, კანი წყალბადის ზეჟანგით დაილბეთ. ის კარგად ხსნის სახის კანის გარქოვანებულ ფენას და შავი წერტილების მოშორება უკვე იოლი იქნება.
კანის გასუფთავების შემდეგ კიდევ ერთხელ დაიმუშავეთ ეს ადგილები წყალბადის ზეჟანგით. ამგვარად თქვენ დაფარავთ და დეზინფექციას ჩაუტარებთ ფორებს და მეორე დღეს სახეზე არანაირი კვალი არ დაგრჩებათ.

თუ მოულოდნელად დეზოდორანტი გაგითავდათ, იღლიებში წყალბადის ზეჟანგი წაისვით. ოფლიანობას ეს, რა თქმა უნდა, არ შეაჩერებს, მაგრამ სუნი დიდი ხნის განმავლობაში არ გექნებათ. ასევე, თუ გსურთ, რომ დეზოდორანტის მოქმედება გაახანგრძლივოთ, მაგალითად, თუ ხანგრძლივი გზა გელოდებათ წინ, სადაც ჰიგიენურ სისუფთავეს ვერ დაიცავთ, შეგიძლიათ, ჯერ წყალბადის ზეჟანგი წაისვათ, ხოლო გაშრობის შემდეგ — დეზოდორანტი.

CC BY 2.0 / Aqua Mechanical / Beautiful woman with grimace beacuse of bad smell. Isolated on whiteდეზოდორანტი შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით შეცვალოთ და უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ
დეზოდორანტი შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით შეცვალოთ და უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ - Sputnik საქართველო
დეზოდორანტი შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგით შეცვალოთ და უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ

თუ კოსმეტიკაზე ხელი არ მიგიწვდებათ, წყალბადის ზეჟანგი ამ დროსაც დაგეხმარებით. ზეჟანგი შეგიცვლით ლოსიონსა და ტონიკს, შესანიშნავად წმენდს, ავიწროებს და ათეთრებს ფორებს. ესადაგება ნებისმიერი ტიპის კანს, ხოლო ცხიმიანი კანისთვის, უბრალოდ, იდეალურია და მისი გამოყენება ყოველდღე შეიძლება.

არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძლება ინდივიდუალურად თქვენმა სხეულმა არ მიიღოს წყალბადის ზეჟანგი, ამიტომ ჯერ იდაყვზე მოსინჯეთ, გაიჩერეთ 15-30 წუთი. თუ კანი შეწითლდა, ქავილი დაგეწყოთ ან სხვა, ე.ი. მისი გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება.

შემდეგ ჯერზე სხვა, იაფი და სასარგებლო ნივთიერების შესახებ მოგიყვებით…

ყველა ახალი ამბავი
0