22:20 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
567 0 0

ორიოდე დღის წინ ბრაზილიაში ენით აღუწერელი საშინელება მოხდა. ხუთი წლის გოგონამ საბავშვო ბაღში წასვლაზე სასტიკი უარი განაცხადა, ხოლო როცა მშობლებმა მისი დაყოლიება სცადეს, ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა. შეშფოთებულმა დედ-მამამ გოგონა სასწრაფოდ მიუყვანეს ფსიქოლოგს.

ექიმი ბავშვს მოეფერა, გამოელაპარაკა და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, მშობლებს ეჭვები მაინც გაუზიარა: ფსიქოლოგი ფიქრობდა, რომ გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

მან მშობლებს ურჩია, კარგად დაეთვალიერებინათ შვილის ოთახი და მოეძებნათ რამე, რაც ამ ეჭვებს ან დაადასტურებდა და ან გააქარწყლებდა.

და, მართლაც, დედამ საბავშვო წიგნებში გადამალული ექვსი ნახატი იპოვა, რომლებზეც სექსუალური ძალადობის სცენები იყო ასახული — ეს მისი გოგონას ნახატები იყო, 5 წლის ბავშვისა!

ეს სასტიკი დარტყმა იყო მშობლებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო თავზარდამცემი გამოდგა მოძალადის ვინაობა – ეს ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი, 56 წლის ჟოაო დე სილვა აღმოჩნდა.

მოძალადე პედოფილი სასწრაფოდ დააკავეს და ახლა ის სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.

გოგონასთან კი ფსიქოლოგები მუშაობენ, რათა საგულდაგულოდ წაშალონ მისი მეხსიერებიდან მომხდარი, დაავიწყონ გადატანილი კოშმარი, რათა მთელი შემდგომი ცხოვრება არ დაენგრეს, ხოლო მშობლებს დაჟინებით ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ შვილების ნახატებს — ვინ იცის, რას გვიყვება მათი „ბატიფეხური“.

მთავარი თემები