თბილისი, 22 აპრილი —Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პედოფილების იძულებით ქიმიურ კასტრაციას გულისხმობს, იუწყება სააგენტო "ნოვოსტი-ყახაზეთი" სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ყაზახეთის კანონმდებლობაში, ერთ–ერთი შესწორების შესაბამისად, შეტანილია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ნორმა მცირეწლოვნებზე მოძალადეთა ქიმიური კასტრაციის თაობაზე.
ამას გარდა, კანონს ცვლილება შეაქვს ქორწინების, მეუღლეობისა და ოჯახის კოდექსშიც, რომლის თანახმად, სავალდებულო იქნება ობოლ და მშობელთა მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ რესპუბლიკური ბანკის შექმნა.
ამას გარდა, დოკუმენტი ამკვიდრებს ბავშვების ოჯახური მოწყობის ახალ ფორმას — სასტუმრო ოჯახს. ეს იქნება ის ოჯახები, სადაც ბავშვთა სახლების აღსაზრდელები სასკოლო არდადეგების დროს, გამოსასვლელ დღეებსა და დღესასწაულებზე იცხოვრებენ.