09:15 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
გოგრა

დიეტური, გემრიელი, სასარგებლო - გოგრის დესერტი

CC BY 2.0 / Flickr/ VasenkaPhotography / Pumpkins
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
179061

დიეტური ნუგბარის რეცეპტი, რომელიც ძალიან გემრიელია, ნაკლებად კალორიული და თანაც სწრაფად მზადდება.

გთავაზობთ დიეტური ნუგბარის რეცეპტს, რომელიც ძალიან გემრიელია, ნაკლებად კალორიული და თანაც სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები:

გოგრის რბილობი — 200 გრამი

ხაჭო 0%-იანი — 100 გრამი

კვერცხი — 1 ცალი

ქიშმიში — 20 გრამი

ვანილი, დარიჩინი — გემოვნებით

მომზადების წესი:

გოგრა გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხაჭო, კვერცხი და ქიშმიში ავურიოთ ერთმანეთში. დავაწყოთ ტაფაზე ფენებად — გახეხილი გოგრა, შემდეგ — ხაჭო კვერცხით. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

ამ დესერტის მიღება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც, თუმცა, სასურველია ინგრედიენტებიდან ქიშმიში ამოვიღოთ.

მთავარი თემები