ეს დიეტა ამერიკელმა ქირურგებმა შეიმუშავეს. მას ჭარბწონიან პაციენტს ოპერაციამდე წონაში დასაკლებად უნიშნავენ.
სუპი ძალზე ეფექტურია. ნიახურის დიეტის დაცვა ყველას შეუძლია, მას უკუჩვენებები არა აქვს. ნიახურის რეგულარული გამოყენება ორგანიზმს აძლიერებს, აახალგაზრდავებს და წმენდს.
ნიახურის დიეტა ერთ კვირაზეა გათვლილი. ამ დროის განმავლობაში შეიძლება ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა), ბოსტნეულის (კარტოფილის გარდა), შეუზღუდავად წყლის, გაზგასული მინერალური წყლის, მწვანე ჩაის ან ყავის უშაქროდ მიღება. ძირითადი პირობაა — ყოველდღე ერთი ულუფა ჯადოსნური სუპი უნდა მივიღოთ.
რეცეპტი: 400 გრამი ნიახურის ღეროები, 0,5 კგ კომბოსტო, 6 მომცრო ზომის ხახვი, 3 საშუალო ზომის პომიდორი (შესაძლებელია დაკონსერვებულიც), 2 ცალი ტკბილი (ბულგარული) წიწაკა. მარილი, პილპილი.
ბოსტნეული დავჭრათ, დავასხათ 3 ლიტრი წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დავდგათ ცეცხლზე, რომ წამოდუღდება, 10 წუთი ვადუღოთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ, სანამ ბოსტნეული მოიხარშება – ნელ ცეცხლზე.
სულ ეს არის! ნიახურის სუპი დიეტურია, წვავს ცხიმებს, მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი და ძალზე სასარგებლო, ამასთან, სამარხვოა.
ასევე შემოგთავაზებთ კიდევ ერთ დიეტას, რომელიც საქართველოში 1990-იან წლებში იყო გავრცელებული: ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული 1 კგ ნიახური შევურიოთ 1 ლიტრ მაწონში და საშუალო ზომის ერთი ჭიქა მივიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დიეტის დროს სასურველია, არ მივიღოთ ცხიმიანი საკვები და ტკბილეული.