საქართველოში კიბერდანაშაულის პრევენციის კამპანია დაიწყო

© Photo: courtesy of Politkuhnyaკომპიუტერული მონაცემების დამუშავება
კომპიუტერული მონაცემების დამუშავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიბერდანაშაულის კატეგორიების ახსნით და დაზარალებულთათვის ცხელი ხაზის გახსნით საქართველოს შს სამინისტრომ ვირტუალურ სივრცეში დანაშაულთან ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დაიცავი საკუთარი ელექტრონული სივრცე — ასეთი სახელწოდებით  სამშაბათს საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც პრევენციასა და კიბერდანაშაულის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე არის ორიენტირებული.

კიბერდანაშაულად  კიბერსივრცეში კომპიუტერული სისტემის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ითვლება. კიბერდანაშაულის სახეებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, საბავშვო ონლაინ პორნოგრაფია, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემების უნებართვოდ გამოყენება.

„კიბერდანაშაულს არ აქვს საზღვრები და რაიმე ეროვნული ნიშანი. საქართველოც ეკონომიკური განვითარების, ტექნოლოგიური განახლების, ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის, ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესში უფრო და უფრო მეტი სიცხადით დგება ამ გამოწვევის წინაშე. ინტერნეტტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებს ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ პირადი კომუნიკაციის, ბიზნესის კეთების, გადასახადების გადახდისა თუ განათლების მიღების მიზნით. ამიტომ, მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კამპანიის პრეზენტაციისას.

სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
Twitter-ი პირად გზავნილებში 140 ნიშანზე შეზღუდვას მოხსნის

საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე შეიქმნა სპეციალური ბმული კიბერდანაშაულის შესახებ, სადაც ნებისმიერი მსურველი გაეცნობა ინფორმაციას ამ დანაშაულის შესახებ. შს სამინისტროში ასევე ამოქმედდა სადღეღამისო ცხელი ხაზი 2 41 12 96, 2 41 17 67, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუ ის კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა.

კიბერდანაშაულის მსხვერპლი წელიწადში 550 მილიონი ადამიანი ხდება, დღეში 1,5 მილიონი ადამიანი და 18 ადამიანი წამში.

Facebook-ის 600 ათასი  მომხმარებელი ყოველღე თავდასხმის ობიექტი ხდება. ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიკას კიბერდანაშაული 100 მილიარდ დოლარით აზარალებს. მსოფლიოში 1,5 მილიარდი კომპიუტერიდან 15%-მდე ბოტნეტია — კომპიუტერი ავტონტმიური პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ და სხვა მოწყობილობებზე შეტევების განხორციელება ერთდროულად შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0