მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Twitter-ი პირად გზავნილებში 140 ნიშანზე შეზღუდვას მოხსნის

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელი
სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიახლე მხოლოდ პირად მიმოწერას შეეხება, რომლებსაც მიმოწერის ადრესატების გარდა, ვერავინ ხედავს. ჩვეულებრივი ტვიტები უწინდებურად 140 ნიშნიანი დარჩება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სოციალური ქსელი Twitter-ი ივლისში პირად მიმოწერაში 140 ნიშანზე შეზღუდვას მოხსნის, განაცხადა Twitter Inc.-ში პროექტის Direct Messages ხელმძღვანელმა საჩინ აგარვალმა (Sachin Agarwal), იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”. ცნობილია, რომ შეზღუდვები პირადი მიმოწერისთვის 10 ათას ნიშანზე იქნება.

სიახლის შემოღების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აგარვალი მომხმარებელს მოუწოდებს, თვალი მიადევნონ დაზუსტებებს და ჩაატარონ ახალი შესაძლებლობების ტესტირებები Twitter-ის პროგრამისტების ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლებისას.

სიახლე მხოლოდ პირად მიმოწერას შეეხება, რომელსაც მიმოწერის ადრესატების გარდა, ვერავინ ხედავს. ”შეიძლება, გაინტერესებთ, რას ნიშნავს ეს Twitter-ის საჯარო მხარისთვის. არაფერს! ჩვეულებრივი ტვიტები უწინდებურად 140 ნიშნიანი დარჩება”, — აღნიშნულია საჩინ აგარვალის განცხადებაში Twitter-ის პროგრამისტთა ვებ-გვერდზე.

ამერიკული კომპანია Twitter Inc. 2006 წელს შეიქმნა. კომპანიის ძირითადი პროდუქტია სოციალური ქსელი მოკლე შეტყობინებების საჯარო გაცვლისთვის, რომლებიც 140-მდე სიმბოლოს შეიცავენ. კომპანიის შტაბ-ბინა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში მდებარეობს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0